თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, მიმდინარე წლის 20 მაისს, მიიღო სტამბოლის გელიშიმის უნივერსიტეტის (Istanbul Gelisim University) ეკონომიკის, ადმინისტრაციულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების მიმართულების ასისტენტ პროფესორები: ონურ ჩელიქი (Dr. Onur Çelik) და მეჰმეთ საია (Dr. Mehmet Saya). შეხვდრას ესწრებოდა თსუ ასოცირებული პროფესორი მარინე ნაცვალაძე.
მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
თარიღი:
21/05/2026